logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნები" ჩაატარეს

11 იან 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/3jbjy0u4nhxixhx.jpg

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნები" ჩაატარეს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

როგორც უწყება წერს, სწავლება "პირობითი უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების მოსაგერიებლად" ჩაატარეს. 

"პერსონალს მიეცა სხვადასხვა საბაზისო დავალება, რომელიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლო პირობებთან მიახლოებულ პირობებში. განგაშის სიგნალის შემდეგ, ანტიტერორისტული დანაყოფები გადავიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც პირობითი მოწინააღმდეგე იყო განლაგებული და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა", – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ასევე, აცხადებენ, რომ რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შესაქმნელად, სამხედროებმა ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, ქვედანაყოფმა "საგანგებო სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი შეიმუშავა და დაზვერვის, კავშირისა და თვალთვალის საშუალებებს დაეუფლა". 


close დახურვა